კანიე უესტის მეუღლე, ბიანკა სენსორი პაემანზე მიმავალი პაპარაცებმა კვლავ საცვლების ამარა დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს.
კანიე უესტი და ბიანკა სენსორი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში სადილზე მიმავალი ნახეს. სენსორი კვლავ ნახევრად შიშველი, კოლგოტითა და საცვლებით იყო შემოსილი.
უესტისა და სენსორის ქორწინებაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საზოგადოება ალაპარაკდა, რომ ბიანკა სენსორი კანიესთან ყოფნისთვის რეპერის წესებს ემორჩილება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკას საუბარი ეკრძალება, უნდა ჩაიცვას ის, რასაც კანიე უესტი შეურჩევს და ის საკვები მიირთვას, რომელსაც კანიე გადაწყვეტს. გარდა ამისა, მოდელი კანიეს დაჟინებული მოთხოვნით ყოველდღე ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ რეპერი თავად არ მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს. წყაროს თქმით, „ბიანკას საკუთარი აზრი აღარ გააჩნია“ და მხოლოდ კანიეს ემორჩილება, რომელიც თვლის, რომ „სამეფო ოჯახის წარმომადგენელია“.