იაგო ხვიჩია: იმ ქვეყანათა რიცხვს ვემატებით, რომელიც, სინამდვილეში, ამ კანონით ამერიკელებს ებრძვის და იძახის, რომ ბაია პატარაიას ებრძვის

იაგო ხვიჩია: იმ ქვეყანათა რიცხვს ვემატებით, რომელიც, სინამდვილეში, ამ კანონით ამერიკელებს ებრძვის და იძახის, რომ ბაია პატარაიას ებრძვის

იმ ქვეყანათა რიცხვს ვემატებით, რომელიც, სინამდვილეში, ამ კანონით ამერიკელებს ებრძვის და იძახის, რომ ბაია პატარაიას ებრძვის ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებიათ, რომ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„სინამდვილეში, ეს კანონი ანტიამერიკულია. საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ, ღიად და თავხედურად ვაყენებთ შეურაცხყოფას ამერიკელებს და ვცდილობთ, რომ საქართველოში მათი ფინანსების მიმოსვლა შევზღუდოთ, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი იყო. მგონი, ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა, ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა, რადგან ეს კანონი სადაც მიიღეს, ამერიკელებთან საბრძოლველად მიიღეს. თავად ამერიკელებმა 1938 წელს გერმანელებთან, ანუ, ფაშისტებთან საბრძოლველად მიიღეს. ეს კანონი სადაც არ უნდა მიიღო, ვიღაცის წინააღმდეგაა. ამერიკელებმა გერმანელების წინააღმდეგ მიიღეს. შესაბამისად, ჩვენ ახლა ამ კანონით იმ ქვეყანათა რიცხვს ვემატებით, რომელიც, სინამდვილეში, ამ კანონით ამერიკელებს ებრძვის და იძახის, რომ ბაია პატარაიას ებრძვის. ჩემი აზრით, ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებიათ ის, რომ ჩვენ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ. ეს არის შეცდომა ქართველი ხალხის, ჩვენი მომავლის და ჩვენი პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

amo იაგო, იცი საზოგადოებაში რატომ არ გექნებათ საკმაო ავტორიტეტი? რომ შეგიძლია საკითხის გაბაიბურება და ამით საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენაბა. აბა სხვა რა არის თქვენი ფრაზა: " . . .ვაყენებთ შეურაცხყოფას ამერიკელებს და ვცდილობთ, რომ საქართველოში მათი ფინანსების მიმოსვლა შევზღუდოთ. . ." . ე. ი. იმ ენჯეოების დაფინანსება, რომლებიც ებრძვიან ქართულ მენტალიტეტს (და არა მხოლოდ) , თქვენ ფინანსების მიმოსვლის შეზღუდვას ეძახით?
1 წლის უკან
ცუგო- იაგო! რატომ დაჭირდა ეს ბრძოლა საქართველოს? რატომ დაჭირდა თავდაცვა!?!
1 წლის უკან