ბუდუ ზივზივაძე მაისურზე, რომელიც საბერძნეთთან მატჩზე ეცვა: ეს ისეთი ისტორიული თამაშის მაისურია, სულ მამაჩემმა რომ მთხოვოს, ვერ მივცემ

ბუდუ ზივზივაძე მაისურზე, რომელიც საბერძნეთთან მატჩზე ეცვა: ეს ისეთი ისტორიული თამაშის მაისურია, სულ მამაჩემმა რომ მთხოვოს, ვერ მივცემ

ბუდუ ზივზივაძემ გაამხილა, რომ მაისურს, რომელიც საბერძნეთთან მატჩის დროს ეცვა, არავის აჩუქებს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ცეკვის ვიდეოში ერთი მომენტია, სადაც ხელებით „არას“ ვამბობ. ვიღაცამ დამიძახა, მაისური გაიხადე და მომეცი, გადმომიგდეო. ეს ისეთი ისტორიული თამაშის მაისურია, სულ მამაჩემმა რომ მთხოვოს, ვერ მივცემ. უნდა ჩარჩოში ჩავსვა და დავკიდო სახლში. ეს მაისური ისტორიაა და ვერ გავიმეტე ვერავისთვის“, - განაცხადა ზივზივაძემ.