დავით მათიკაშვილი: რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროება, რომელიც „ენჯეო“ სექტორიდან მათ ჯიბეში მიედინებოდა

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროება, რომელიც „ენჯეო“ სექტორიდან მათ ჯიბეში მიედინებოდა

ამერიკული კანონი არის ბევრად უფრო მძიმე [ვიდრე ქართული], თუმცა აბსოლუტურად ერთნაირ პრინციპს გულისხმობს, როგორც ამერიკული, ასევე ქართული კანონი, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირასთან“ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ რადიკალური პოლიტიკური ძალების უკანონო დაფინანსების გასაჯაროების დრო დადგა.

„დადგა დრო, რომ მიჩქმალული და მიჩუმათებული აღარ იქნება „ენჯეო“ სექტორის ძალიან დიდი ნაწილის ფინანსური აქტიურობა. ეს ნიშნავს, რომ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს პირდაპირპროპორციულად მოუწევთ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროება, რომელიც „ენჯეო“ სექტორიდან მათ ჯიბეში მოედინებოდა, რაც კანონისა და კონსტიტუციის დარღვევაა საქართველოში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.