ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება

ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება

ორშაბათს, 8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მოვლენას დაინახავენ აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. დაბნელება წყნარ ოკეანეში დაიწყება, შემდეგ კი მთვარის ჩრდილი, რომელიც მზეს დაფარავს მთელ კონტინენტს გადაუვლის და ატლანტის ოკეანეში ჩავა.

მზის სრული დაბნელება რეგულარულად, თუმცა არც თუ ისე ხშირად ხდება. შემდეგში ეს შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა 2026 წელს მოხდება, თუმცა მისი ნახვა მხოლოდ ატლანტის ოკეანეში იქნება შესაძლებელი.

მზის დაბნელება ბუნებრივი მოვლენაა. ის ხდება მთვარის მზესა და დედამიწას შორის მოხვედრისას, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია.