არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბში“ აცხადებენ, რომ მზად არიან საჯარო გახადონ მათი ორგანიზაციის ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია და თანხების მიზნობრიობა

არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბში“ აცხადებენ, რომ მზად არიან საჯარო გახადონ მათი ორგანიზაციის ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია და თანხების მიზნობრიობა

არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბში“ აცხადებენ, რომ მზად არიან საჯარო გახადონ მათი ორგანიზაციის ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია და თანხების მიზნობრიობა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს საჯარო განხილვები და საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი, ჯანსაღი და ცივილური მსჯელობის შედეგად მიღებული სწორი ინფორმაცია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის მთავარი ღირებულება და მონაპოვარი შეიძლება იყოს იმ საზოგადოების ნდობა, რომელსაც ის ემსახურება, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმიანობა დაკავშირებულია ახალგაზრდობასთან. ახალგაზრდებთან მუშაობისას კი სანდოობა, გამჭვირვალობა ძირითადი ღირებულებები და მონაპოვარია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავხადოთ საჯარო ნებისმიერი ჩვენი ფინანსური ოპერაცია და მიზნობრიობა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არსებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა კითხვები, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე უნდა დაიწყოს საჯარო განხილვები და საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი, ჯანსაღი და ცივილური მსჯელობის შედეგად მიღებული სწორი ინფორმაცია. ჩვენ აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, მივიღოთ მსგავსი შინაარსის განხილვებში მონაწილეობა“, - განაცხადა „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ თავმჯდომარემ, ზურაბ სამხარაძემ.