გური სულთანიშვილი მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე რეაგირებისთვის FACT CHECK-ს მიმართავს

გური სულთანიშვილი მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე რეაგირებისთვის FACT CHECK-ს მიმართავს

მორიგი ფეიკ კამპანია სოციალურ ქსელში. რადიკალების სამიზნე ამჯერად გური სულთანიშვილი გახდა. ტელეწამყვანის ეთერში ნათქვამი სიტყვები ამოჭრეს, დაამონტაჟეს და კონტექსტის დარღვევით გაავრცელეს Facebook-ზე. სულთანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული ფეიკ კამპანიის სათავეში დგანან: ნინო ლომჯარია, ნინია კაკაბაძე, ბაია პატარიძე, ლევან გორგილაძე, ეკა კვესიტაძე, ლაშა ხუსკივაძე, იგორ ნარმანია და ბადრი გრიგალაშვილი. ტელეწამყვანი რეაგირებისთვის FACT CHECK-ს მიმართავს. სულთანიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს.

„ჩემს შემთხვევაში ზუსტად ფეიკი იყო ეს, იმიტომ რომ მანამდე ვამბობ მნიშვნელოვან რამეს, რომ „ასე თვლიან“. თუ არ ვცდები, ბაჩო მეკითხება - ერთი არგუმენტი მაინც აქვთო? და [ვამბობ] - ალბათ არგუმენტი არის ეს. მათ მოჭრეს და ასეღებენ [ამას] ისე, თითქოს მე ვფიქრობ ამას და მე ვამბობ ასე. რამდენადაც ვიცი, ამ თემასთან მიმართებაში Facebook-მა რამდენიმე ქარდი დაბლოკა. შესაბამისად, მგონია, რომ Facebook-ს, FACT CHECK-ს რეაგირება უნდა ჰქონდეთ ამაზე“, - მიიჩნევს სულთანიშვილი.