დავით სუხიშვილი: აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება - 4 მოქალაქე დამწვრობებით არის გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში

დავით სუხიშვილი: აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება - 4 მოქალაქე დამწვრობებით არის გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში

ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე- მაშველთა ჯგუფი დროულად გამოცხადდა.

„112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე დროულად გამოცხადდა მეხანძრე- მაშველების ჯგუფი. შემთხვევის ადგილიდან მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე. აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 მოქალაქე დამწვრობებით არის გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა სუხიშვილმა.

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა.