ვინ დგას გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანიის უკან

ვინ დგას გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანიის უკან

Facebook-ზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო FactCheck-ში. სწორედ FactCheck-ი აწვდის ცრუ ინფორმაციას „მეტას“, რაც თავადაც დაადასტურეს. FactCheck-ის პროექტს ახორციელებს, ერთ-ერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასი”. „გრასის” წევრები არიან ადამიანები, რომლებიც თავს დამოუკიდებელ ექსპერტებად ასაღებენ, რეალურად, კი „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები და იდეოლოგები არიან. მათი ნაწილი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელიცაა.

არსებული ინფორმაციით, დეზინფორმაციული კამპანიის უკან დგას სერგი კაპანაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინა ბურჯალიანი, შოთა უტიაშვილი, ელენე ხოშტარია, თამარ კინწურაშვილი. ამბავი, რომლის დაბლოკვასაც რადიკალები ცდილობენ ეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას, უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნონ.