ქართული მართვის მოწმობის ესპანეთში აღიარება, ძალიან ბევრ დადებით მხარეს მოიცავს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ესპანეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, მაია ბექაურმა განაცხადა.
„პირველი ის, რომ ფინანსურად ძალიან დიდი შეღავათი გამოდის, რადგან მართვის მოწმობის აღება ესპანეთში 3000 ევროდან იწყება. მეორე ის, რომ შესაძლებელი იქნება სამსახურების უფრო მარტივად მოძებნა. საკმაოდ ბევრი დასაქმების ცენტრია, რომელიც ითხოვს მართვის მოწმობას“, - განაცხადა მაია ბექაურმა.
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა.