ბეთჰოვენმა IX სიმფონია ერეკლე მეორეს მიუძღვნა?

ბეთჰოვენმა IX სიმფონია ერეკლე მეორეს მიუძღვნა?

ერეკლე მეფის დიდება გასცდა საქართველოს ფარგლებს. პრუსიის მეფეს, მთელ ევროპაში სახელგანთქმულ მხედართმთავარს, ფრიდრიხ დიდს უთქვამს: ქვეყანაზე ახლა ორი დიდი სარდალია. დასავლეთში მე, აღმოსავლეთში ერეკლე მეფეო. პატარა კახს ალექსანდრე მაკედონელსაც ადარებდნენ...

საქართველოში მოღვაწე ფრანცისკელმა ბერმა, ბონიფაციუს ებერჰარდტმა წერილებით დაწვრილებით გააცნო თავის მეგობარს, დიდ კომპოზიტორს, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს საქართველო და მისი მეფე: ”ძმაო ლუდვიგ, რომ იცოდე, რა გმირი ხალხია ქართველები და როგორ ვაჟკაცურად იტანენ ტანჯვას, რომელიც უფალმა რუსთა ბატონობის სახიტ მოუვლინა მათ. ქართველების ქვეყანა ოდესრაც ყვაოდა. მეფენი მისნი იყვნენ ბრძენნი და ძლევამოსილნი. უკანასკნელი მათგანი ი ყ ო დიდი კახი - ერეკლე II.

...ძალზე გამახარა იმ ამბავმა, რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ ”აღმოსავლეთის ნაპოლეონი” უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია განზრახული და კიდევაც შედგომიხარ მუშაობას.”

ბეთჰოვენს IX სიმფონიისთვის მართლაც მიუწერია: ”ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს.”

ეს ევროპაში ბევრისთვის გაუგებარი გამხდარა და ამიტომ სიტყვა ”აღმოსავლეთი” გადაუხაზავთ, დაუტოვებიათ მხოლოდ ”ეძღვნება ნაპოლეონს”. ამას დიდი კომპოზიტორი ისე აღუშფოთებია, რომ ეს მიძღვნა საერთოდ გაუუქმებია და სიმპონიისთვის ”გოლიათური” უწოდებია. 
რატომაც არა - ”დიდი კახი” დიდი კომპოზიტორის ცნობიერებაში სწორედ რომ ”გოლიათურს” უნდა გატოლებოდა. 

დაუმარცხებელ მხედართმთავარს, ერეკლეს, კავკასიაში ”ქართველ ლომს” უწოდებდნენ - მისადმი პატივისცემით იყვნენ გამსჭვალული როგორც კავკასიელი, ისე ახლო აღმოსავლეთის ხალხები.