ლეგენდარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Kiss თავისი სიმღერების კატალოგი შვედურ მუსიკალურ კამპანიას სავარაუდოდ 300 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ Pophouse Entertainment ასევე შეიძინა ჯგუფის ბრენდი და ინტელექტუალური საკუთრება. ამ ხელშეკრულებით დაგვირგვინდა ჯგუფის მსოფლიო ტური „გზის დასასრული“, რომლის შემდეგაც ჯგუფმა მუსიკალური ინდუსტრია დატოვა.
ის რომ Pophouse Entertainment-ს აქვს უფლებები არა მხოლოდ Kiss-ის მუსიკაზე, არამედ ჯგუფის ბრენდზე, ნიშნავს იმას, რომ მომავალში შვედური კომპანია ჯგუფის მონაწილეობით ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის გამოშვებას შეძლებს. სწორედ ამ კომპანიამ შექმნა Abba-ს ჰოლოგრამული კონცერტები.
Kiss-ი 1973 წელს პოლ სტენლიმ და ჯინ სიმონსმა დააარსეს. ჯგუფი ცნობილი გახდა წევრების გრიმით და კონცერტებით, რომლებზეც გამოიყენებოდა პიროტექნიკა.
მანამდე უფლებები საკუთარ სიმღერებზე ბობ დილანმა და ბრიუს სპრინგსტინმაც გაყიდეს.