კანიე ვესტი ყოფილმა თანამშრომელმა დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ტრევორ ფილიპსმა ცნობილ მომღერალს რასიზმის, ანტისემიტური და ჰომოფობიური დამოკიდებულების, შევიწროებისა და სხვა ბრალდებების გამო რეპერს, კანიეს კომპანია Yeezy-ისა და მის მიერვე დაარსებულ სკოლა Donda Academy-ის უჩივლა.
ფილიპსი ყვება, რომ ვესტი სკოლის შავკანიან თანამშრომლებს ბევრად უარესად ექცეოდა, ვიდრე თეთრკანიანებს. მოსარჩელის თქმით, კანიე იმასაც უსვამდა ხოლმე ხაზს, რომ მხოლოდ თეთრკანიან ქალებს ხვდება.
"შავკანიან თანამშრომლებს გაკვეთილის მიმდინარეობისასაც კი უყვიროდა ხოლმე, როცა მსგავსად თეთრკანიანი დასაქმებულებისთვის არასოდეს მიუმართავს. ხშირად კანიეს მთავარი სამიზნე ტრევიორ ფილიპსი ხდებოდა, შავკანიანი კაცი, რომელსაც ვესტი ამცირებდა და შეურაცხყოფდა", — წერია სარჩელში.
ფილიპსის მტკიცებით, ვესტი რასისტულ დამოკიდებულებასთან ერთად, ანტისემიტურ განწყობასა და ლგბტ თემის მიმართ ზიზღსაც ამჟღავნებდა. ტრევორი იმასაც იხსენებს, როგორ ავიწროებდა კანიე თანამშრომლებს და ერთხელ მათ წინაშე თითქმის იმასტურბირა კიდეც.
მოსარჩელე ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ვესტის მსგავსი ქმედებები გააპროტესტა, ვესტმა შევიწროებისა და დამცირების სერიები გაგრძელდა, საბოლოოდ კი, ეს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე ტრევორის შეურაცხყოფით დასრულდა, რა დროსაც ის თანამშრომელს ფიზიკური დაპირისპირებითაც დაემუქრა.
ფილიპსი კანიეს ანტისემიტურ განცხადებებსა და შეთქმულების თეორიებსაც იხსენებს, რომელთა დაჯერებასაც ვესტი თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვისაც ცდილობდა.
"თანამშრომლები სამსახურის შესანარჩუნებლად კანიეს მსგავს შეხედულებებს აიგნორებდნენ, თუმცა ვესტი ანტისემიტურ შეთქმულების თეორიებზე საუბარს სკოლის მოსწავლეების წინაშეც აგრძელებდა, მაგალითად, ბავშვებს ეუბნებოდა, რომ ებრაელების მსგავსად, თავები გადაეპარსათ და სკოლაში ციხის იმიტაცია მოეწყოთ", — ვკითხულობთ სარჩელში.
ფილიპსმა სკოლაში მუშაობა 2023 წლის აგვისტოში შეწყვიტა. როგორც ცნობილია, სკოლა ამავე წელს დაიხურა, მაგრამ სარჩელში ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით, დაწესებულება დღემდე ფუნქციონირებს. ტრევორი ზიანის ასანაზღაურებლად $35 000-ს ითხოვს.
ცნობილ რეპერს ანტისემიტური და დისკრიმინაციული განცხადებები საჯაროდ აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია.