სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ვარსკვლავმა, ანია ტეილორ-ჯოიმ დაადასტურა, რომ 2022 წელს მან და მსახიობმა და მუსიკოსმა მალკოლმ მაკრეიმ საიდუმლოდ იქორწინეს. ამის შესახებ BBC წერს.
ტეილორ-ჯოის განცხადებით, ქორწილი ნიუ-ორლეანში ორი წლის წინ, პირველ აპრილს გაიმართა.
„ლაზიერის გამბიტის“ ვარსკვლავმა Instagram-ზე საქორწილო ცერემონიის ფოტოებიც გამოაქვეყნა.