ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი

ირაკლი ღარიბაშვილი:  „დღეს ჩვენ  ხელი მოვაწერეთ მართლაც ისტორიულ დოკუმენტს.  ხელი მოეწერა შეთანხმებას  უვიზო მიმოსვლის დაკავშირებით  საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება და ზოგადად უვიზო რეჟიმი დაახლოებს ისრაელის სახელმწიფოს საქართველოსთან, იგივე ჩვენი ხალხის დაახლოვება მოხდება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება არსებული ურთიერთობები როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ, კულტურულ სფეროებში და ბევრად უფრო გაუმჯობესებული გარემო იქნება ასევე ინვესტიციების კუთხით საქართველოში, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ებრაელი ინვესტორი გეგმავს საქართველოში შემოსვლას.  შესაბამისად ეს ყველაფერი გაამარტივებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს და უფრო ეფექტურს გახდის მას. ასე რომ კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს საქართველოს მთავრობის სახელით ამ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერას.“

ფაინა ქირშენბაუმ, ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე:

„ჩემთვის დიდი პატივია ამ შეთანხმების ხელის მოწერაში მონაწილეობის მიღება. დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის – საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.  ამ შეთანხმებამ შესაძლოა არ გახსნას ახალი ეპოქა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის გააღრმავებს ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაამარტივებს და ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის  ნდობის, პატივისცემის გამოხატვა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გარღმავება და ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“.

იუვალ ფუქსი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისაქართველოში: „დღეს ღირსშსანიშნავი დღეა, რადგან ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც იმ ვიზიტების შeდეგია რაც ისრაელში წლის დასაწყისში განხორციელდა  ბიძინა ივანიშვილის და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. შეთანხმება ჩვენ თანამშრომლობას ახალ დონეზე გადაიყვანს, რაც ხალხს უფრო დაახლოებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ესტუმროს ისრაელს, თუმცა მინდა ყურადღბა გავამახვილო იმაზე, რომ შეთანხმება ძალაში შევა საბოლოო, ორმხხრივი  პროცედურების დასრულების შემდგომ.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობას ეცნობება შეთანხმების ამოქმედების შესახებ, რაც ხვალ და ზეგ არ მოხდება. მეორე შეთანხმება, რომელიც დანაშაულთან ბრძოლის შესახებაა, ურთერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააღრმავებს. შეთანხმება ყველა სახის დანაშაუალთან ბრძოლას ეხება, მათ შორისაა ტერორიზმიც. ორივე შეთანხმების ხელმოწერა ძალინ პოზოტიური მომენტია ჩვენს ურთიერთობებში და ქვეყნებს შორის. ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ არ ვიყურებით წარსულისკენ არამედ ჩვენი მზერა მიმართულია მომავლისაკენ და მოხარული ვარ, რომ ორივე შეთანხმებას მოეწერა ხელი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.“