2018 წლის 12 აპრილს სომხეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელსაც „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოჰყვა. აქციებმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი გადადგა. 1 მაისს კი მთავრობის მეთაური ნიკოლ ფაშინიანი გახდა. „ხავერდოვანი რევოლუციის“ 6 წლის თავზე ფაშინიანი ხელისუფლებაში ყოფნას კვლავ ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის გათავისუფლება ვერ მოახერხა, თუმცა აქციების დროს თანამოქალაქეებს სწორედ ამას ჰპირდებოდა. პირიქით, ომის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა კიდეც. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყარაბაღი აღარავის ახსოვს. სამაგიეროდ, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც შიშობს, რომ სომხეთი შესაძლოა მორიგ უკრაინად იქცეს.
ოპოზიციური მედია ნიკოლ ფაშინიანის ექვსწლიან მართველობას განსხვავებული პოზიციიდან უყურებს. პრემიერ-მინისტრს, ძირითადად, უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებასა და დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ბოლო დღეებია სომხეთში აქტუალური თემაა რუსეთთან დაპირესპირება. report.az-ის ინფორმაციით, ადგილობრივ ოპოზიციურ მედიას თვლის, რომ რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ილუზიაა სომხეთი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.
გამომცემლობის ცნობით, ოპოზიციური მედიის უმეტესობა ამტკიცებს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ექვსწლიანი მმართველობა ცრუ დაპირებებზეა აგებული და არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში პრობლემები კი არ შემცირდა, პირიქი გაიზარდა. არც ერთი დაპირებული პროგრამა არ განხორციელებულა - უმუშევრობა და მიგრაცია სწრაფად იზრდება.
გამომცემლობის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი სომეხ მოსახლეობას დაპირდა, რომ სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდებოდა, თუმცა ფაშინიანის ოპოზიცია თვლის, რომ ტყუილი დაპირებაა. მთავარი ისაა, რომ თავად დასავლეთი არ გეგმავს ერევნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ოპოზიციური მედია მიიჩნევს, რომ რუსეთისგან ქვეყნის სწრაფი დაშორება და ანტირუსული განცხადებები რუსეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა ნაღმის როლს ასრულებს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს. ის, რომ ერევანი მალე გახდება ევროკავშირის ოჯახის წევრი, მხოლოდ გულუბრყვილოებს სჯერათ.
სომხური ოპოზიციური მედია მეორე მთავარ საკითხად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას განიხილავს. ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ სომხეთი დატოვებს რუსეთის პატრონაჟით შექმნილ სამხედრო ორგანიზაციას, ამის შემდეგ დასავლეთი და ნატო სომხეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ ყველაფერს სომხური მედია სიცრუეს უწოდებს.
ასევე, ოპოზიციური მედია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხზე - 2022 წლის 6 ოქტომბრიდან პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად ახორციელებს CSTO-დან გასვლის, ყარაბაღიდან და სომხეთიდან რუსული ჯარების გაყვანის და რუსეთის თურქეთით ჩანაცვლების პოლიტიკას. სომხური ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლება დასავლეთისკენ კი არ მიდის, არამედ ცდილობს ქვეყანა თურქეთის კონტროლის ქვეშ მოაქციოს.
ოპოზოციური მედია ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციის საკითხს განიხილავს. მათი ინფორმაციით, ამ საკითხზეც ფაშინიანის მთავრობამ იცრუა. „ბოლოს და ბოლოს ვინ იქნება საზღვრის უსაფრთხოების გარანტი? საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თუ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი?“, - წერს სომხური მედია.
ოპოზიციურ მედიას უჩნდება კითხვები, „ხავერდოვანი რევოლუციის“ 6 წლის თავზე პრემიერ-მინისტრი რა მიღწევებზე ისაუბრებს?!