„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით, გუნდთან ერთად მუშაობას ისევ ვერ ახერხებს.
როგორც „აძურის“ ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერად შეძლო მოედანზე ვარჯიში, მაგრამ ისევ ინდივიდუალურად.
ხვიჩამ ტრავმა საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩში მიიღო, რის გამოც „ატალანტასთან“ შეხვედრა გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა, მომდევნო ტურში „მონცასთან“ მოედანზე გასვლას.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.