მაქსიმალურად შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროტესტის გამოწვევას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე კონკრეტული ტელევიზიისთვის ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად გრანტის გამოყოფის საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას.
თბილისის მერის განმარტებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული.
„უმრავლესობის კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ არის უბრალოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციიდან ნაწილმა შეიძლება დაუჭიროს მხარი მას, ვიღაცამ შეიძლება არა. მაქსიმალურად შეეცდებიან, ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ, შეეცდებიან, რომ ხელოვნურად გამოიწვიონ პროტესტი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები, მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტი შემოდის და გრანტის მიმღები „მთავარი არხია“. გრანტის მიღება დაადასტურა ნიკა გვარამიამ. თუმცა, მისი განცხადებით, ტელევიზიამ გრანტი მიზნობრიობის გარეშე მიიღო.