იაგო ხვიჩია „მთავარი არხის“ გრანტზე: მე არ გამიგია აქამდე უმიზნო გრანტი. მაგრამ თუ ვინმე ფულს გჩუქნის და მოფერებით გრანტს ეძახის, ეგეც არ არის ცუდი

იაგო ხვიჩია „მთავარი არხის“ გრანტზე: მე არ გამიგია აქამდე უმიზნო გრანტი. მაგრამ თუ ვინმე ფულს გჩუქნის და მოფერებით გრანტს ეძახის, ეგეც არ არის ცუდი

იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მთავარმა არხმა“ გრანტი მიზნობრიობის გარეშე მიიღო. „გირჩის“ ლიდერის თქმით, მას უმიზნო გრანტების შესახებ აქამდე არაფერი სმენია.

„არ ვიცი, რაღაც ახალი გრანტია ეტყობა - უმიზნო გრანტი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია აქამდე უმიზნო გრანტი. მაგრამ თუ ვინმე ფულს გჩუქნის და მოფერებით გრანტს ეძახის, ეგეც არ არის ცუდი. არ ვიცი [რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს უმიზნო გრანტს], ალბათ დასაჩუქრებულის გაბედნიერება“, - ამბობს ხვიჩია.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტი შემოდის და გრანტის მიმღები „მთავარი არხია“. გრანტის მიღება დაადასტურა ნიკა გვარამიამ. თუმცა, მისი განცხადებით, ტელევიზიამ გრანტი მიზნობრიობის გარეშე მიიღო.