არ ვიცი საერთოდ რა გრანტებზე მელაპარაკებით და ისიც არ ვიცი რა განცხადება გააკეთა გვარამიამ, - ასე უპასუხა ანა წითლიძემ „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად „მთავარმა არხმა“ გრანტი მიიღო.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში მოქალაქეებს აბსოლუტურად სხვა პრობლემები აწუხებთ.
„ახლა რაც თქვენგან მოვისმინე, არ მგონია, რომ არის ის საკითხი, რაზეც კომენტარი უნდა გავაკეთო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს აბსოლუტურად სხვა პრობლემები აწუხებთ“, - განაცხადა წითლიძემ.
ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად დიდი გრანტი შემოდის. ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრანტის მიმღები „მთავარი არხია“.