ვეტერანმა შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ვალონ ბეჰრამიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენისთვის კარგი იქნება, თუ „ნაპოლის“ დატოვებენ.
მან ეს კომენტარი DAZN-ის ეთერში „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ გააკეთა:
„ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, უმჯობესია გუნდი შეიცვალონ. მათ რაღაც ისტორიული გააკეთეს, შემდეგ კი, მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის წასვლით გუნდი დაშალეს. დე ლაურენტისიც ისეთ რამეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გუნდს საერთოდ არ ეხმარება, მაგალითად, პოლიტანოს ინტერვიუზე რაც გააკეთა“, - თქვა ბეჰრამიმ.