ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ მთავარ გამოწვევად რჩება

ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ მთავარ გამოწვევად რჩება

„ისლამური სახელწმიფო“ რომელიც მთავარ ეჭვმიტანილად რჩება მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად, აშშ მსოფლიოს მთავარ საფრთხეთ ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ტერორისტული აქტი გახსნილად გამოაცხადა, კითხვები გაცილებით მეტია, ვიდრე პასუხები. მაგალითად, რა გზავნილია მიძინებული „ისლამური სახელმწიფოს“ შემოყვანა და რა გაფრხთხილება მიიღო ამით რუსეთმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერორისტული აქტის უკან უკრაინა დგას?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მოსკოვში მომხდარმა თავდასხმამ აჩვენა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო რეალურ საფრთხედ რჩება. როგორც ენტონი ბლინკენმა განაცხადა, იმისთვის, რომ რათა დაჯგუფება ხელახლა არ აღდგეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, შეგვახსენეს, რომ ISIS რეალურ საფრთხედ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამ საფრთხის წინააღმდეგ და მისი შემცირების მიზნით, დიდი შრომა გავწიეთ, რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მახლობლად განხორციელებულმა საზარელმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ISIS პოტენციურ ძლიერ ძალად რჩება, რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რაც შეეხება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ რომელსაც რამდენიმე დაჯგუფება ჰყავს, სერიოზული მარცხი განიცადა სირიაში, სადაც მისი ძირითადი კონცენტრაციის ადგილი იყო. მართალია,ტერორისტული დაჯგუფება დასუსტებულია, თუმცა მოქმედია. აღსანიშნავია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე რუსეთი მას შემდეგ გახდა, რაც ვლადიმერ პუტინმა მხარადაჭერა გამოუცადა „თალიბანს“, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი მტერია. როგორც წესი, ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაციის არსებობას სჭირდება ფული არსებობისთვის, მით უფრო თუ ის კონკრეტული სახელმწიფოების სპეცსამსახურების პატრონაჟით არის შექმნილი.

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პასუხისმგებელნი არიან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაზე.

„მათ შექმნეს „ისლამური სახელმწიფო“. ჰილარი კლინტონმა ეს გააკეთა ობამასთან ერთად. დიახ, კლინტონმა ობამასთან ერთად შექმნა“, - განაცხადა დონალფ ტრამპმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, როგორ შექმნეს ამერიკელმა ლიდერებმა „ისლამური სახელმწიფო“.

იქმნებიან თუ არა ტერორისტული ორგანიზაცები სახელმწიფოს მხარდაჭერით, სპეციალისტების შეფასებით, შესაძლებელია ამ მოსაზრების დაშვება, ისევე როგორც შესაძლებელია ეს არ იყოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი ორგანიზაცია და იყოს იდეოლოგიის შედეგად ჩამოყალიბებული ორაგანიზაცია, რომელსაც ჰყავს დამფინანსებელი, რომელსაც უმეტეს წილად მოიპოვებენ როგორც ნვათობის, ასევე ნარკოტიკიებისა და სხვა კონტარბანდული გზებით.

პროფესორი თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არ არის ცალკე იზოლირებული ორგანიზაცია, არის როგორც ინტერესთა ჯგუფები, ასევე დაფინანსების და იარაღის მიწოდების ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე მუშაობენ.

„დღეს იმდენი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომ ვინ ვისკენ არის, ამის გარკვევა საკმაოდ რთულია. ეს არის ურთულესად ახლართული გავლენების სფერო. მაგალითისთვის ავიღოთ საქართველოს ეროვნული გვარდია და წარმოვიდგინოთ, რომ ეროვნულ გრადიაში იყოს პატარა დაჯგუფება, რომელიც მუშაობს სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. სამხედრო სისტემა საკამოდ რთული თემაა, ვინ ვისზე მუშაობს, რა დაფინანსების გამო, რა დათმობაზე მიდიან, ეს საკმაოდ რთული თემაა და ვერავინ იტყვის, რომ ამაზე წარმოდგენა აქვს.

არის ინტერესთა და დაფინანსების ჯგუფები, ასევე იარაღის მიწოდების ჯგუფები და არის კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელზეც კონკრეტული ჯგუფები მუშაობენ. ვიცით, რომ აშშ-ის ინტერესში იყო „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნის იდეა. იმიტომ, რომ თავისი ამოცანები შეესრულებინათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი ინტერესები ნავთობისა და რესურსების მოპოვების ნაწილში. ამიტომ იქმნებოდა გარკვეული დაჯგუფებები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდებოდა მიზნების მიღწევა. ეს იყო, მეტწილად, ნამდვილად ძალიან კარგად შეიარაღებული და გათვლილი ჯგუფები, რომელსაც იყნებდნენ სხვადასხვა მისიებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძემ.

რაც შეეხება ტრამპის სკანდალურ ბრალდებას, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი იყო აშშ-ის პრეზიდენტი და მას გააჩნდა მაღალი დონის წვდომა სრულიად საიდუმლო ინფორმაციაზე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ მისი განცხადება აძლევს იმის საშუალებას, რომ ვერსიის დონეზე ეს მოსაზრება გაიზიაროს.

რაც შეეხება, ზოგადად, „ისლამურ სახელმწიფოს“, მისი თქმით, შეიძლება განვიხილოთ მთავარ საფრთხედ მსოფლიოსთვის, მაგრამ თუ იქნება სახელმწიფოების პოლიტიკური ნება, ტერორიზმი არ იარსებებს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია ამ მიმართულებით სამყაროს გაერთიანება.

„სახელმწიფოები ტერორიზმს იყენებენ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. უნდა დავიმახსოვროთ ერთი რამ - ზოგადად, ტერორისტული ორგანიზაციები ან მიზანმიმართულად იქმნებიან, ან ტერორისტულ ორგანიზაციებში ხდება კონკრეტული დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ ჩანერგვა პირთა ჯგუფების. ამიტომ, ზოგადად, ყველა სახელმწიფო პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს ამ ქმედებაში.

ჩვენ ვნახეთ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარდა მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია. ძალიან ბევრი პირი და ლიდერი ლიკვიდირებულია, მაგრამ მოხდა მნიშვნელოვანი ე.წ. მმართველი რგოლის შენარჩუნება, რომელიც შესაძლებელია, რომ გარკვეული კონსერვაციის შემდეგ აამოქმედონ საჭირო მიზნებისა და ამოცანებისათვის.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც დროებით არის დაკონსერვებული, ან იქნება, ყოველთვის წარმოადგენს საფრთხეს როგორც კონკრეტული სახელმწიფოსა და რეგიონისათვის, ასევე გლობალური უსაფრთხოებისათვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

trampi აქ ისე იყო ისლამისტები როგორც......................... ის რომ იქაურობა მე ავაფეთქე
ვინ ჭამს მაგას
8 თვის უკან