სამხრეთ ევროპის ობსერვატორიის ასტრონომებმა გაზომეს მანძილი დედამიწიდან ყველაზე შორეულ გალაქტიკამდე და ადამიანისთვის ცნობილ ყველაზე შორს მდებარე ობიექტამდე, რომელიც ჩვენგან 13 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.
პირველად ეს გალაქტიკა, რამდენიმე სხვა გალაქტიკასთან ერთად, კოსმოსური ტელესკოპით – „ჰაბლით“ აღმოაჩინეს 2010 წლის იანვარში.
ყოველთვის, როდესაც მეცნიერები ტელესკოპით შორს მდებარე გალაქტიკებს აკვირდებიან, მათ საშუალება ეძლევათ, სამყაროს წარსულში შეიხედონ.
ზემოთ აღნიშნული გალაქტიკა შესაძლებლობას იძლევა, დავინახოთ, როგორი იყო სამყარო 600 მილიონი წლის „ასაკში“.
პარიზის ობსერვატორიის ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა, მეტა ლენერტას ხელმძღვანელობით, ასეთ შედეგებს ტელესკოპ „VLT-ის“ დახმარებით მიაღწია.