ბრიტანეთის სასამართლოს მუზეუმში მოჩვენებები დახეტიალობენ

ბრიტანეთის სასამართლოს მუზეუმში მოჩვენებები დახეტიალობენ

სასამართლოს მუზეუმის დარბაზებში, რომლებიც ქალაქ ნოტინჰემშია განლაგებული, საეჭვო ობიექტი დაფიქსირდა. ობიექტი მოჩვენებას მოგვაგონებს. აღნიშნული მუზეუმი განლაგებულია შენობაში, სადაც სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ და სიკვდილით სჯიდნენ ათასობით დამნაშავეს.

ფოტო ქალბატონმა გადაიღო, რომელიც მუზეუმს თავის ძმასთან ერთად ათვალიერებდა. იგი ამტკიცებს, რომ მოხეტიალე ლანდები სიკვდილით დასჯილი დამნაშავეების სულებია. მოჩვენება გაურკვეველი, თეთრი მასის ფიგურაა. სურათი მობილური ტელეფონითაა გადაღებული და საკმაოდ ხარისხიანი.

ახლანდელი მუზეუმის ადგილას ძველად სასამართლო იყო, რომელიც დაახლოებით 1375 წლამდეა დაარსებული. 1449 წლიდან კი, აქ ციხე იყო. ეს დიდ ბრიტანეთში ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც ერთსა და იმავე შენობაში ასამართლებდნენ კიდეც და სიკვდილითაც სჯიდნენ.

მუზეუმს ახლა „სამართლის დაცვის გალერეა“ ჰქვია. აქ დაინტერესებულ პირს შეუძლია, დაათვალიეროს კამერები, მიწისქვეშა ხაროები, სასამართლოს ორი დარბაზი და რამდენიმე შუა საუკუნეების დროინდელი გამოქვაბული. სწორედ ერთ-ერთ მათგანში გადაიღეს აღნიშნული სურათი.

ფოტოს ავტორი ამტკიცებს, რომ სურათის გადაღების დროს მას ვიღაცამ უკნიდან თმაზე მოქაჩა. უკან მოიხედა და იქ არავინ იყო. ამით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ შენობა სავსეა მოჩვენებებით.