წელიწადი ისე არ გავა, ხელოვნებათმცოდნეებმა ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული მონა ლიზას შესახებ რაიმე ახალი დაუჯერებელი თუ დასაჯერებელი აღმოჩენა არ გააკეთონ. მონა ლიზა თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ყვითელი ჟურნალების ერთგვარი “გმირიც“ კი გახდა.
ცოტა ხნის წინ, ერთ–ერთმა იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ განაცხადა, რომ მონა ლიზა იყო არა ფლორენციელი ვაჭრის ცოლი, ან მილანის ჰერცოგის ქალიშვილი, არამედ იგი მხატვრის დამხმარე, ახალგაზრდა ბიჭი ჯან ჯაკომო კაპროტი, რომელიც ლეონარდოსთან 1490-1510 წლებში მუშაობდა. ამ ვარაუდს ეთანხმება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი სილვანო ვინჩეტიც.
მეცნიერის აზრით, ლეონარდომ კაპროტისთან ერთად დახატა იოანე ნათლისმცემლის ორი და ანგელოზის ერთი გამოსახულება. სამივე მათგანი ერთმანეთს ძალიან გავს და ამავე დროს დიდი მსგავსებაა მონა ლიზასთანაც.
ამასთან კაპროტი მხატვრის ეროტიკული ჩანახატების გმირი არაერთხელ გამხდარა. აქედან გამომდინარე, ვინჩენტიმ დაასკვნა, რომ მხატვარსა და კაპროტის შორის, შესაძლოა, სასიყვარულო კავშირი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების ისტორიკოსთა ნაწილი ვინჩენტის ამ მოსაზრებას სკეპტიკურად შეხვდა.