ტრამპი: ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს ყველაფერი, რაც ისრაელს ეხება

ტრამპი: ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს ყველაფერი, რაც ისრაელს ეხება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს საკუთარი რელიგია და ყველაფერი, რაც ისრაელს ეხება.

ტრამპს კითხვა დაუსვეს სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან ისრაელში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

"მე ვფიქრობ, რომ მათ სძულთ ისრაელი", - აღნიშნა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს საკუთარი რელიგია. მათ სძულთ ყველაფერი ისრაელის შესახებ. მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავის", - დასძინა მან.