Yonhap: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების მორიგი გამოცდა მოაწყო

Yonhap: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების მორიგი გამოცდა მოაწყო

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების მორიგი გამოცდა მოაწყო. ცნობას საინფორმაციო სააგენტოები სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, ფხენიანმა რამდენიმე რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით ისროლა.

რაკეტების ტიპი უცნობია, თუმცა, სამხრეთკორეელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება ბალისტიკური რაკეტების გამოცდას.

ფაქტი იაპონიის სანაპირო დაცვის სამსახურმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ რაკეტა ოკეანეში იაპონიის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ჩავარდა.