„ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაგრამ არ გამოვრიცხავ,  საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს“

„ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაგრამ არ გამოვრიცხავ,  საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს“

როგორც ჩანს, უკრაინა ცდილობს, ფრონტის ხაზი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს. ბოლო სამი დღის განმავლობაში პანიკაა ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. კრემლის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მოხალისეები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სოფლებისა და ქალაქების დაცლისკენ მოუწოდებენ. შეტევის არეალი ბოლო ერთ დღეში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მეამბოხე ბატალიონებმა ბრიანსკის ოლქშიც შეაღწიეს. მოსკოვი, ჯერჯერობით, დუმს. ფაქტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, რომელიც 15 მარტს დაიწყო, კრემლში არ სურთ საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადმოტანის შესახებ საუბარი.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია დასჭირდა.

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის და კურსკის ოლქების ზოგიერთ რაიონს უკვე რამდენიმე დღეა უტევენ შეიარაღებული ჯგუფები, რომელთა წევრები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

15 მარტს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლებიდან: გორა-პოდოლი, გლოტოვო და კოზინკა ევაკუირებულია 400-მდე ადამიანი. გლადკოვის მტკიცებით, გასული ორი დღის განმავლობაში ბელგოროდის რეგიონში დაიღუპა 2 და დაიჭრა 26 მშვიდობიანი მოქალაქე.

14 მარტს, ღამით გავრცელებული ცნობებით, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა სოფელ კოზინკის რაიონში. შუაღამის შემდეგ გუბერნატორმა გლადკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კოზინკაში „ძალიან სერიოზული ნგრევაა“. ამასთან, გლადკოვი ირწმუნება, რომ ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარები არ არიან და ბრძოლა ოლქის საზღვრებს მიღმა მიმდინარეობს. ამას უარყოფენ მოხალისეთა ჯგუფები. მათი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 14 მარტს ღამით, უკრაინულ ტელეარხებს განუცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებად აქციეს რუსეთის მოქალაქეებმა“, რომლებსაც სხვა გზა არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი უფლებებისთვის პუტინის რეჟიმს იარაღით ებრძოლონ.

სამხედრდო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ბელგოროდსა და კურსკის ოლქებზე თავდასხმა ხდება „თავისუფლება რუსეთის“ „ლეგიონის „ და ასევე „ციმბირის“ ბატალიონების მიერ. ალადაშვილი ამბობს, რომ ეს ბატალიონები რუსი მოხალისეებით არის დაკომპლექტებული. სწორედ ეს სამი ბატალიონია, რომლებიც 12 მარტის დილიდან ამ ოლქებზე სადაზვერვო და დივერსიულ შეტევებს ახორციელებენ.

„დაახლოებით ასეთი სიტუაცია უკვე 2023 წლის მაისში იყო. მაშინ „თავიუფლება რუსეთს“ და „ლეგიონი“ ფიგურირებდნენ. ასევე რუსი მოახლისეების კორპუსი, წელს კი ეს „ციმბირული“ ბატალიონი დაემატა. არ არის დიდი საიდუმლოება, რომ ისინი უკრაინის სამხედრო დაზვრევის მიერ არის შემქნილი. ისინი უკრაინის მიერ იარაღდება, ფინანსდება და ფრონტის სხვა ხაზზეც იბრძვიან. ამ ბატალიონებში, ძირითადად, ირიცხებიან რუსები, რომლებიც რუსეთიდან არიან გამოქცეულები. ისინი ებრძვიან პუტინის დიქტატურას. ასევე ბატალიონში არიან სამხედრო ტყვეები, რომლებიც უკრაინამ დაატყვევა ამ ომში და შემდეგ მათ გამოთქვეს სურვილი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლათ“,-ამბობს ალადაშვილი.

რაც შეეხება მათ მიზნებს და ამოცანებს, ალადაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, ამას ფსიქიოლოგიური ზეწოლის ეფექტი აქვს, მეორე მხრივ კი სამხედრო სტრატეგიული გათვლა აქვს.

„გასულ წელს ამ თავდასხმების მიზანი ის იყო, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ, ომი მათ კარზეც მივიდოდა, თუკი ეს საჭირო გახდებოდა და დაცული არაფრისგან იყვნენ. მეორე კი რუსეთის გარკვეული ძალები, რომლებიც უკრაინის ფრონტის ხაზზე იბრძვიან, რუსებს თავისი ტერიტორიების დასაცავად გადაესროლა. რაც შეეხება წელს, რომელიც უფრო ფართო ხასიათს ატარებს, ეს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა, რომელიც 15-ში დაიწყო და 17 მარტს დასრულდება.

ეს არის რუსი ხალხისთვის საჩვენებელი ოპერაცია, რომელიც პუტინის სიტყვების გაბათილებას ემსახურება იმაზე, რომ ის არის რუსეთის სიმშვიდის და მომავალი გარანტორი. ამის პარალელურად კი საარჩევნო უბნების ნაწილი იბომბება და უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს. თუმცა იმის თქმა, რომ ამით ფრონტის ხაზზე რაღაცა შეიცვლება მნიშვნელოვნად, ტყუილია, თუმცა გასაგებია, რომ უკრაინა ყველა ძალის გამოყენებას ცდილობს. სამწუხაროდ, ყველა უპირატესობა ამ ეტაპზე აგრესორ რუსეთის მხარეს არის“, - ამბობს ალადაშვილი.

შესაძლოა თუ არა ეს იყოს ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის მცდელობა და რამდენად აქვს ამ ოპერაციას გრძელვადიანი პერსპექტივა, ალადაშვილი ამბობს, რომ ეს არ იქნება მრავალრიცხოვანი და გრძელვადიანი ოპერაცია. ალადაშვილი ამბობს, რომ ახლა უკრაინას არა აქვს იმის საშუალება, რომ ფრონტის ხაზი ამ მიმართულებაზე გააგრძელოს.

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ რეიდის ერთ-ერთი მიზანი რუსეთში 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არასტაბილურობის და ერთგვარი დაუცველობის ეფექტი შექმნა იყო.

„უკრაინას, როგორც ჩანს, ახალი სტრატეგია აქვს და ეს არის ფრონტის ხაზის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა. შესაძლოა ჯერ ვერ ვთქვათ, რომ უკრაინისთვის სრულიად წარმატებული იყო ეს შეტევა, თუმცა ის ფაქტი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, ეს უკვე გარკვეულ წარმატებას ნიშნავს. ამიტომ მგონია, რომ ასეთი შეტევები კიდევ იქნება. ამ რეიდის ერთ-ერთი მიზანია, რომ რუსეთში არჩევნების წინ არასტაბილურობის და დაუცველობის შეგრძნება გაუჩნდეთ მოქალაქეებს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მაგრამ, ამის გარდა, სხვა მიზანიც ექნებათ უკრაინელებს. ისინი რუსეთს არ მისცემენ სულის მოთქმის და თავისი წარმატებების განვითრებისთვის საშუალებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, ვხედავთ დარტყმებს რუსეთის სიღრმეში, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იწვის რომელიღაცა ქარხანა ან ნავთობისა და ბენზინის საცავი. რუსეთს თავისი ტერიტორიების ერთნაირად დაცვა არ შეუძლიათ. გენრელის თქმით, კრემლი ახლა კონცენტრირებულია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევაზე, ამიტომ ძალიან კარგი ტაქტიკური ნაბიჯია იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთს ყურადღება სწორედ ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე გადმოატანინოს.

 

trampi დაქნეულები

პასუხი თქვით თქვენ მაგ ყველაფერზე ,...პასუხი....................ჭამს მაგას ოპუტინი ეხლა ხო იცით
თუნდაც ჯერ მარტო სამშაბათამდე მოიცადეთ, სამშაბათამდე
გააქეზეს მურიაო......დანარჩენს კი ხედავთ რაც ხდება

სტოლტენბერგია თუ შტოფ მაისტერი ეგ აქ საკაიკაცოდ არ ჩამოდის
1 თვის უკან
ლაზი რა განსხვავებაა, რა ეროვნებას მიაკუთვნენებენ თავს ეგ ლეგიონები. გვარები მაგათ არ აქვთ გამიჯნული, შესახედაობა, მენტალიტეტი და სახელმწიფოებრივი ისტორია და თითონ იციან ვინ ვინ არის? ეგრე ზელენსკი, სირსკი, არახამია და კიდევ ზოგიერთებიც არიან უკრაუნელები. გარედან, კარგად ინსპირირებული სამოქალაქო ომია. ორ ჯგუფად გაყოფილი ერთი ხალხი ჟლიტავს ერთმანეთს. ჩვენთვის, არც ერთია კეთილის მსურველი და არც მეორე. დასავლეთთან კუდის ქიცინს რა ვუთხარი თორემ, მეორესთანაც საერთოდ გასაწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა.
1 თვის უკან