რუსეთში, სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის საწარმოებს დაარტყეს, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.