რუსეთმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავზე სატელიტური სიგნალის ჩახშობა შეძლო. ინფორმაციას ბორტზე გრანტ შაპსთან ერთად მყოფი ჟურნალისტები ავრცელებენ.
Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი პოლონეთიდან ასრულებდა რეისს, როდესაც კალინინგრადთან მიახლოებისას, GPS-ის სიგნალი 30 წუთით გაითიშა. მფრინავებს საკუთარი ადგილმდებარეობის დასადგენად ალტერნატიული მეთოდების გამოყენება დასჭირდათ.
ელექტრონული თავდასხმის დროს, თვითმფრინავს საფრთხე არ შეჰქმნია. ექსპერტების განმარტებით, უცნობია, იყო თუ არა ეს რუსეთის მხრიდან გრანტ შაპსზე მიზანმიმართულად განხორციელებული თავდასხმა.