რუსეთის ბელგოროდის ოლქში, საჰაერო განგაშის გამო საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა. ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების ხმა ისმის.
რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ზალპური ცეცხლის 7 რეაქტიული ჭურვი გაანადგურა. უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქზე თავდასხმებში მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.
კიევი ბრალდებებს უარყოფს. იერიშებზე პასუხისმგებლობა კი, პროუკრაინულმა რუსულმა სამხედრო დაჯგუფებებმა, მათ შორის „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ აიღო.
დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.