ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელ ზღვაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ირანთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ომანის შუამავლობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარე წლის იანვარში შედგა.
ვაშინგტონს სურდა, ირანი დაერწმუნებინა, რომ წითელ ზღვაში ამბოხებული ჰუსიტების თავდასხმები შეეჩერებინა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.