რუსეთი შეშფოთებულია სომხეთის ხელმძღვანელობის მხრიდან შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და ულტიმატუმების გამო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„დამაბნეველია სომხური ელიტის ნაწილის მუდმივი სურვილი, განიხილოს თავი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებს მიღმა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ორგანიზაციას დატოვებს, თუ ის დამაკმაყოფილებლად არ ჩამოაყალიბებს სომხეთის უსაფრთხოების დაცვის მიმართ თავის ერთგულებას.