ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისში მიზანმიმართული სამხედრო რეიდები ჩაატარა. „ცახალის“ ცნობით, ოპერაციის შედეგად სამხედროებმა ის სარაკეტო სისტემები გაანადგურეს, რომლებსაც „ჰამასი“ ისრაელის დასაბომბავად იყენებდა.
ისრაელი ღაზის სამხრეთით სახმელეთო ოპერაციის გაფართოებისთვის კვლავ ემზადება. „ცახალის“ პრესსპიკერი ამბობს, რომ ისრაელი რაფაჰზე შტურმამდე იქ მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ღაზის ცენტრალურ ნაწილში ევაკუაციას გეგმავს.