არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ნამდვილად ღირს კარტოფილის ხშირად ჭამა – კერძოდ, ის არ ასუქებს. 100 გრამი მოხარშული კარტოფილი დაახლოებით 80-85 კილოკალორიას შეიცავს ანუ, უფრო ნაკლებს, ვიდრე იმავე რაოდენობის ბრინჯი, პური, პაშტეტი და ასე შემდეგ.
კარტოფილი ნოყიერია, ამიტომ, არ არის საჭირო, დასანაყრებლად მისი დიდი რაოდენობით მირთმევა. ის, ასევე, მდიდარია ვიტამინებით და ოლიგოელემენტებით, შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ვიტამინ B1, B2, B6 და C-ს. დაახლოებით 300 გრამი კარტოფილი ერთი მესამედით ფარავს ვიტამინ C-ს ყოველდღიურ მოთხოვნილებას და, ასევე, ვიტამინ B6-ის წილს.
კარტოფილი შეიცავს პროტეინებსა და ბოჭკოებს, კერძოდ: 80 პროცენტ სახამებელს, 2 პროცენტ პროტეინებს, 7 პროცენტ ბოჭკოებს, ამინომჟავებს. ის კარგია სპორტსმენებისთვის, რადგან შეიცავს კუნთებისთვის აუცილებელ კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, რაც C ვიტამინის წყალობით, ორგანიზმის მიერ კარგად შეითვისება.
კარტოფილი კარგია, ასევე, ორსული ქალებისთვის. მუცლად ყოფნის დროს ნაყოფს ესაჭიროება ბევრი გლუციდი, რომლის ყოველდღიური დოზა 55-60 პროცენტია. დღეში 250 გრამი კარტოფილის მიღება ფარავს აუცილებელი გლუციდების რაოდენობას. რკინა, რომელსაც ის შეიცავს, ასევე, აუცილებელია ორსულებისთვის, რომლებიც ხშირად მის ნაკლებობას განიცდიან.
კარტოფილი აფერხებს ორგანიზმში უჯრედების დაბერების პროცესს. 100 გრამი კარტოფილი შეიცავს დაახლოებით 25 პროცენტ სახამებელს და 4 მილიგრამ ვიტამინ E-ს, რაც ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას.