ისრაელი და „ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის 40 დღით შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავის ამოქმედების იმედი ჯერ ისევ არსებობს, - ამის შესახებ განცხადება დოჰაში, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს.
მან საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელზე ზეწოლის გაძლიერებისა და „ჰამასის“ დაყოლიებისთვის კონსტრუქციული ქმედებისკენ მოუწოდა.