აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ ამერიკელები, რომლებიც არჩევნებზე დონალდ ტრამპს დაუჭერენ მხარს, ამით ვლადიმირ პუტინის გუნდს მისცემენ ხმას.
ასე გამოეხმაურა ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში უკრაინას ფულს არ გამოუყოფს, რაც კონფლიქტს დაასრულებს.
„ყოველდღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ტრამპისთვის ხმის მიცემა პუტინის გუნდისთვის ხმის მიცემას ნიშნავს“, - წერს კლინტონი X-ზე.