იემენში ჰუსიტების პოზიციებზე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საერთო თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იემენის მთავრობა ავრცელებს.
შეტევის სამიზნე იემენის პორტში მდებარე წყალქვეშა ხომალდი და ჰუსიტების კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგებული 18 ერთეული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გახდა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში განმარტეს, იარაღი რეგიონში მცურავი სავაჭრო გემებისა და შეერთებული შტატების საზღვაო ძალებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა.