როგორც ჩანს, ოსკარის დაჯილდოებაზე ცუგებსაც თბილად ხვდებიან. ფილმ Anatomy of a Fall-ის ვარსკვლავი ძაღლი, სახელად მესი, წლევანდელ ოსკარზე საპატიო ადგილს იკავებდა. მას ორგანიზატორებმა სპეციალურად განკუთვნილი სკამიც კი დაუთმეს.
ფრანგულ თრილერში მესი 7 წლის უსინათლო ბიჭის დამხმარე ძაღლის როლს ირგებდა. მართალია, თავად ფილმმა საუკეთესო ორიგინალური სცენარის ჯილდო დაიმსახურა, თუმცა მაყურებლის ყურადღება არა გადამღებმა ჯგუფმა ან მსახიობებმა, არამედ მესიმ მიიპყრო.
ცუგა დაჯილდოების დაწყებას მოთმინებით ელოდა, შემდეგ კი თავისი ადგილი დაიკავა და ოსკარის გამარჯვებულების წარდგენას დიდი ინტერესით აკვირდებოდა. მის შესახებ წამყვანმა ჯიმი კიმელმაც კი იხუმრა. დაჯილდოებაზე მესის გამოცდილებაზე მისმა პატრონმა და მწვრთნელმა ისაუბრა.
"მესისთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც ბილი აილიში მასთან სათამაშოდ 10 წუთი გაჩერდა, შემდეგ კი მან ბრედლი კუპერიც გაიცნო", — აღნიშნა ლორა მარტინმა.
ლორამ აქამდე იმაზეც ისაუბრა, როგორ ამზადებდა მესის თავისი პერსონაჟი სნუპის როლისთვის. მარტინის თქმით, ერთ-ერთი სცენის სათამაშოდ, რომელშიც მოწამლული სნუპი ძირს უნდა დაცემულიყო, ძაღლს 2 თვე ამზადებდა. ლორა ამბობს, რომ ცუგებს პა
ტარა მოქმედებების სასწავლადაც კი დრო და მუშაობა სჭირდებათ.