კენსინგტონის სასახლემ ოპერაციის შემდეგ უელსის პრინცესა კეიტის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფოტოზე პრინცესა თავის სამ შვილთან ერთად არის აღბეჭდილი. სურათი პრინცმა უილიამმა გადაიღო. სასახლემ ფოტოს დედის დღისადმი მილოცვა დაურთო და ბრიტანელებს კეიტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კეიტის ოპერაციის შესახებ იანვარში გახდა ცნობილი, მას შემდეგ პრინცესა საჯაროდ არ გამოჩენილა, რასაც სოციალურ ქსელებში შეთქმულების თეორიების გავრცელება მოჰყვა. ერთ-ერთის მიხედვით, კეიტი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაში იყო.
უელსის პრინცესა საჯარო სამსახურს აღდგომამდე დაუბრუნდება.