უცნობი შერლოკ ჰოლმსი

უცნობი შერლოკ ჰოლმსი

სერ არტურ კონან დოილის მიერ თავის დროზე შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი შერლოკ ჰოლმსი მსოფლიოში საუკეთესო მაძებარია.

ბატონმა შერლოკ ჰოლმსმა მოახერხა ის, რომ ლეგენდად ქცეულიყო. რა დაწერა კონან დოილმა, ყველამ ვიცით. აქ იმას მოგახსენებთ, რაც არ დაუწერია.

შერლოკ ჰოლმსის ეკრანიზაციის 213 ოფიციალური ვერსია არსებობს. ჰოლმსის სახე 76-მა მსახიობმა შექმნა. ეს რეკორდი ჯერ მოუხსნელია.

მისამართი ბეიკერ-სტრიტი, სახლი 221-ბ, ლონდონში საერთოდ არ არსებობდა. ის მოგვიანებით ააშენეს, რომ მასში შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი გაეხსნათ.

2002 წელს შერლოკ ჰოლმსი ინგლისის სამეფო აკადემიის ქიმიკოსთა ლიგის საპატიო წევრად მიიღეს. არც ერთი სხვა გამოგონილი პერსონაჟი ასეთ პატივს არ ღირსებია. 

კონან დოილს ისე მობეზრდა თავისი გმირი, რომ 1883 წელს „უკანასკნელ საქმეში“ მოკლა, მაგრამ ლამის ჩაქოლეს და იძულებული გახდა, შვიდი წლის შემდეგ „ბასკერვილების ძაღლში“ გაეცოცხლებინა.

კონან დოილის უსაყვარლესი მოთხრობა „ჭრელი ლენტი“ იყო.

ექიმი ვატსონი მართლა ექიმი იყო, დანტისტი და ნამდვილად ბეიკერ-სტრიტზე ცხოვრობდა. მასთან კონან დოილი კბილებს მკურნალობდა. 

შერლოკ ჰოლმსზე მოთხრობები სხვადასხვა დროს დაწერეს: კონან დოილის ვაჟმა ადრიანმა, ნილ მეიმანმა, მარკ ტვენმა, სტივენ კინგმა და ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმაც კი.

ჰოლმსს ტელეფონი უკვე 1888 წელს „ჰქონდა“, მისი გამოგონებიდან ათი წლის შემდეგ. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ალექსანდრე ბელის, ტელეფონის გამომგონებლის ასისტენტს ტომას ვატსონი ერქვა.

ბეიკერ-სტრიტის 221-ბ ნომერში დღემდე მიდის ათასობით წერილი, შერლოკ ჰოლმსის სახელზე. ისინი ცნობილ გამომძიებელს შველას სთხოვენ.

მსოფლიო ბესტსელერების რიგში მოთხრობები ჰოლმსზე მეორე ადგილს იკავებს, ბიბლიის შემდეგ.

რეალური სერ ჰარი ბასკერვილი აღაშფოთა კონან დოილის მოთხრობამ და სცადა, ავტორისთვის სასამართლოში ეჩივლა.