"ალ ჰილალმა" მსოფლიო რეკორდი დაამყარა

„ალ ჰილალი“ საოცარ ფორმაშია და ყველა ტურნირის ჩათვლით 27 თამაში მოიგო, რაც მსოფლიო რეკორდია.

ჟორჟე ჟეზუშის გუნდმა ამ ნიშნულს „ალ რიადთან“ მოგების (3:1) შემდეგ მიაღწია. არაბული კლუბი უელსურ „ნიუ საინტსთან“ ერთად იყოფს რეკორდს (ზედიზედ 27 მოგება), ორივე გუნდმა „აიაქსის“ შედეგი გააუმჯობესა, როცა ამსტერდამელებმა 1971-1972 წლებში მიჯრით 26 თამაში მოიგეს.

„ალ ჰილალს“ შეუძლია რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდეს თუ 12 მარტს „ალ იტიჰადს“ დაამარცხებს.

„ალ ჰილალმა“ ბოლოს გასული წლის 21 სექტემბერს ვერ მოიგო, როცა „დამაკს“ დაუზავდა (1:1).