Warner Bros-ის ხელმძღვანელი პამელა აბდი აცხადებს, რომ კომპანია მოხარული იქნებოდა ფილმ „ბარბის“ გაგრძელება გადაეღო, ვინაიდან ფილმმა „მსოფლიოში დიდი აუდიტორია მოიპოვა“. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გრეტა გერვიგის მიერ გადაღებული ფილმის შემოსავალმა 1,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც „ბარბი“ 2023 წლის ყველაზე წარმატებული ფილმი გახდა.
პამელა აბდის თქმით, ფილმმა უამრავი რეკორდი დაამყარა და ორი მხარე საუბრობს „ბარბის“ შესაძლო გაგრძელებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება გრეტა გერვიგმა უნდა მიიღოს.