გუშინ, 6 მარტს, „მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში „კოპენჰაგენი“ 3:1 (ჯამში 6:2) დაამარცხა.
„სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა გოლი გაიტანა და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილ ფორვარდ სერხიო აგუეროს გაუტოლდა - 41.
ამრიგად, 23 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიაში მე-19 ადგილი დაიკავა.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ჯამში 32 მატჩი ჩაატარა, 29 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნორვეგიელი „სიტის“ დორტმუნდის „ბორუსიიდან“ 2022 წლის ივლისში შეუერთდა. სატრანსფერო თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა.მოთამაშის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.