ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური შოუს, Avatar: The Last Airbender-ის, მიხედვით გადაღებულ სერიალს Netflix-მა მე-2 და მე-3 სეზონები უკვე დაუმტკიცა.
Netflix-ის ავატარის პრემიერა 22 თებერვალს შედგა და მხოლოდ პირველ 11 დღეში სერიალი 41,1 მილიონმა ადამიანმა ნახა. ასევე, ამ პერიოდში 76 ქვეყანაში სერიალი ყველაზე ყურებადიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ ავატარის ანიმაცია 2005 წელს გამოვიდა და მაყურებელთა სიყვარული მალევე მოიპოვა. ავატარი გამოგონილ სამყაროზე მოგვითხრობს, რომელიც ოთხი ელემენტის მიხედვით იყოფა: წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი. ადამიანების ნაწილს თითო ელემენტის მართვა შეუძლია, ოთხივე ელემენტს კი ავატარი ფლობს, რომელსაც მსოფლიოში სიმშვიდის შენარჩუნება ევალება.
Netflix-ის ავატარი ანიმაციის მსგავსად მე-3 სეზონით დასრულდება.