Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლების შესახებ დაწერა. როგორც გამოცემა იტყობინება, აურელიო დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს, რომ კვარას მოთხოვნები მაქსიმალურად დააკმაყოფილოს.
„კონტრაქტის განახლებაზე სეზონის ბოლოს ისაუბრებენ, მაგრამ დე ლაურენტისი მაქსიმალურად შეეცდება ხვიჩას დაკმაყოფილებას, რომელიც დღეს სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებად ფეხბურთელებშია, მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს მოქმედი MVP-ია. თუმცა, როგორც ამბობენ, ფული ადამიანს არ აბედნიერებს და კვარა არ ელოდა, რომ „ნაპოლიში“ ასეთ მოკლე დროში ასეთი ბედნიერი იქნებოდა. კვარას მამამ თქვა, რომ ძალიან რცხვენია, როდესაც მას მარადონას ადარებენ, მაგრამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.