"შეფილდ იუნაიტედმა" ინგლისური ფეხბურთის ანტირეკორდი დაამყარა

„შეფილდ იუნაიტედმა“ ინგლისური ფეხბურთის ანტირეკორდი დაამყარა და ზედიზედ ოთხ საშინაო მატჩში მინიმუმ 5 გოლი გაუშვა.

ჯონ ვილდერის გუნდმა ასოციაციის თასზე „ბრაიტონთან“ 2:5 წააგო, ხოლო პრემიერლიგაში იმავე „ბრაიტონსა“ და „ასტონ ვილასთან“ 0:5, „არსენალთან“ კი 0:6 დამარცხდა.

აქამდე, არც ერთ ინგლისურ კლუბს ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ ოთხ საშინაო შეხვედრაში მინიმუმ 5 გოლი არ ჰქონდა გაშვებული.

„შეფილდ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 13 ქულით ბოლო ადგილზეა და ცალი ფეხით ჩემპიონშიფშია გავარდნილი.