House of the Dragon-ის ახალ სეზონს მაყურებელი ივნისში იხილავს. House of the Dragon-ის ახალი სეზონის პრემიერის შესახებ ინფორმაცია Warner Bros. Discovery-ის წარმომადგენელმა გაავრცელა, თუმცა სერიალის მე-2 სეზონის გამოსვლის ზუსტი რიცხვი ჯერ არ სახელდება. HBO-მ სერიალის მე-2 სეზონის ტრეილერი უკვე გამოუშვა, რომელიც დაუნდობელი ბრძოლისთვის გვამზადებს.
მე-2 სეზონში სერიალის მსახიობების ძირითადი ნაწილი უცვლელი რჩება. House of the Dragon-ის მე-2 სეზონში მეთ სმიტს, ოლივია ქუქს, ემა დარსის, ევა ბესტს, სტივ ტუსენს, იუენ მიტჩელს და სხვა პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს ისევ ვიხილავთ. რაც შეეხება ახალ მსახიობებს, მე-2 სეზონში ჰარი კოლეტი, ბეთანი ანტონია, ფიბი კემპბელი, ჯეფერსონ ჰოლი და მეთიუ ნედჰემი გამოჩნდებიან.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, სულ რამდენი სეზონი ექნება House of the Dragon-ს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯორჯ მარტინის თქმით, House of the Dragon-ს ტარგარიენების სამოქალაქო ომის მოსაყოლად 40 ეპიზოდი მაინც სჭირდება.