ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟის წინასაქორწინო წვეულებაზე რიანამ იმღერა

ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟის წინასაქორწინო წვეულებაზე რიანამ იმღერა

რიანა სცენაზე დაბრუნდა. მან ბოლო 8 წელიწადში პირველად, ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის ვაჟის წინასაქორწინო წვეულებაზე იმღერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Billboard ავრცელებს.

რამდენიმედღიანი ქორწილი ინდოეთში იმართება. ქორწილს დაახლოებით 1200 ადამიანი დაესწრება. სტუმრებს შორის არიან როგორც ბოლივუდის ვარსკვლავები, ასევე, რიანა, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ივანკა ტრამპი.

მიუხედავად იმისა, რომ რიანამ შარშან, „სუპერ ბოულის ჰალფთაიმ შოუზე“ და „ოსკარზე“ იმღერა, მას სრული საკონცერტო პროგრამა 2016 წლის მუსიკალური ტურნეს, „ანტი ვორლდ ტურის“ შემდეგ არ შეუსრულებია. ქორწილში მომღერალმა 19 სიმღერა შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიანას წარმოდგენაში 6 მლნ დოლარი გადაუხადეს.