"მილანის" მძიმე გამარჯვება, "ლაციომ" თამაში 8 ფეხბურთელით დაასრულა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტური რომში დაიწყო, სადაც „მილანმა“ „ლაციო“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 8 ფეხბურთელით დაასრულეს.

57-ე წუთზე „ლაციოს“ ლუკა პელეგრინი გაუძევეს, მატჩის მიწურულს კი, ჯერ ადამ მარუშიჩი, შემდეგ მატეო გენდუზი. „მილანმა“ გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანა, თავი ნოა ოკაფორმა გამოიჩინა და სტეფანო პიოლის გუნდს უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა.

„მილანი“ 56 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება. „ლაციო“ 40 ქულით მხოლოდ მერვე პოზიციაზეა.